შეკვეთილში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - Palitra News

შეკვეთილში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

2023-01-04 18:34:21+04:00

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას სიძულვილით მართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის დავალებით კლავს.

“პატარა პუტინი ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა დამთავრდეს, სხვაგვარად საქართველო დაიღუპება. ახლა დუმილი დანაშაულია, რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეა”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.