უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარტშია მოსალოდნელი.
„ეს არის ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციისთვის საბოლოო მარცხის მიყენება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ შეტევა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე იქნება, „ყირიმიდან დონბასამდე“.
„ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, - 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, ისეთის, როგორ უკრაინასაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი”, - განაცხადა ბუდანოვმა.