ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, სააკაშვილის გადასარჩენად მოსახლეობის მეტი აქტიურობაა საჭირო. ადგილზე იმყოფებოდა ექს პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, ბოლო მოვლენებმა ყველას აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.