"ნაციონალური მოძრაობა" აქციებს "მიშას გადასარჩენად" სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავს - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" აქციებს "მიშას გადასარჩენად" სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავს

2023-01-03 19:37:33+04:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციებს "მიშას გადასარჩენად" სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია ხვალ, 6 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყება და მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადაინაცვლებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარალელურ რეჟიმში აქციას მშვიდობის ხიდთან გამართავენ.