ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების ბირთვული აქტივების გამოყენებით ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი დაგეგმარება და წვრთნები აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე იქნება მიმართული და რომ ამ იდეის მიმართ ვაშინგტონიც „საკმაოდ დადებითადაა“ განწყობილი.
Reuters-ი განმარტავს, რომ ტერმინი „გაფართოებული შეკავება“ ნიშნავს აშშ-ის არმიის, განსაკუთრებით მისი ბირთვული ძალების უნარს, შეაკავონ აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელება.