იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, რომელიც 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობების შექმნა სურს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა უკაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.