მორიგი ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 140 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, რომ დაბრუნებულ სამხედროებს შორის 82 პირი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან არის, 15 - ტერიტორიული თავდაცვიდან, 22 - ეროვნული გვარდიიდან, 11 - სამხედრო-საზღვაო ძალებიდან და 10 - სასაზღვრო სამსახურიდან. მათ შორის არის 132 მამაკაცი და 8 ქალი, 22 ოფიცერი და 118 სერჟანტი და ჯარისკაცი. „ახალ წელს ჩვენ არა მხოლოდ მტრის სარაკეტო დარტყმებს ვიგერიებთ, არამედ, ჩვენ ხალხსაც ვაბრუნებთ”, - წერს ერმაკი.