ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა - Palitra News

ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

2023-01-02 12:14:15+04:00

ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინელებმა კიევის თავზე 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.