საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები 2022 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალური იყო. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს არც გახმაურებული მკვლელობებისა და სხვა კრიმინალური საქმეების გარეშე ჩაუვლია.
სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოდან მთელი წლის განმავლობაში პროცესებს ჩვენი ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა აშუქებდა და დღეს იმ საქმეებს აჯამებს, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.