უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა ათობით რუსი სამხედრო, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გენშტაბის ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7-დ ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 5-თ საცავსა და 2 სარადარო სადგურს დაარტყეს.