თბილისში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათიდან დაიწყება - Palitra News

თბილისში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათიდან დაიწყება

2022-12-31 15:39:57+04:00

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო, მუსიკალური პროგრამა 23:00 საათიდან 02:00-მდე გაგრძელდება.