მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთისგან კორონავირუსის პანდემიის ქვეყანაში გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს, რადგან ჩინეთში დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. BBC-ის ინფორმაციით, ჯანმოს სურს, ჰოსპიტალიზაციის, რეანიმირებული პაციენტებისა და გარდაცვლილების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ამასთან ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, ინგლისმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტები კვლავ სავალდებულო გახადეს.