უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და აცნობებს რომ დაახლოებით ერთ კვირაში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებს საზღვრებს ჩაუკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს. მისი თქმით, საზღვრები ასევე ჩაიკეტება ბელარუსში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსული არმიის დანაკარგები 100 000-ს აჭარბებს და ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად უკვე განხორციელდა მობილიზაციის ერთი ტალღა, თუმცა, ჯერ კიდევ ზაფხულში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ.