სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.ოპოზიციონერი დეპუტატები ერთხმად ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ამბობენ რომ მმართველი პარტიის მხრიდან მართლაც ხორციელდება ზეწოლა პრეზიდენტზე. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით ზურაბიშვილის განცხადება მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე სრულ სიმართლეს შეესაბამება, რადგან სასამართლო სისტემა კლანის მიერ იმართება. რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათი განცხადებით ნაციონალურმა მოძრაობამ სალომე ზურაბიშვილზე ზეგავლენა მოახდინა.