უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და დამატებითი რაკეტების გადაცემა ომის დასასრულს მოაახლოებს.
ამის შესახებ პოდოლიაკმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
მისივე თქმით, ეს ასევე შესაძლებელს გახდის რუსეთის კრიმინალური და კორუფციული გავლენის შემცირებას გლობალურ პოლიტიკაზე.
„უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემა საშუალებას მოგვცემს: პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის ლოკალიზების და იმის, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდეს. მეორე, მოაახლოებს ომის დასასრულს და 1991 წლის საზღვარზე გასვლას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.