პოტენციური შედეგების გამო, ირანი რუსეთს რაკეტებს არ აწვდის. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“ირანული დრონების მიწოდება გრძელდება. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, ეს სასურველი იარაღის პუტინისთვის, მაგრამ ჯერჯერობით მისი მიღება მას ვერანაირად ვერ შეუძლია.
ამაზე სერიოზული მუშაობა გრძელდება, თუმცა წინასწარი შეთანხმება, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ ახლა დაგვრჩა დაველოდოთ და ვნახოთ.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ირანში ყველას არ აქვს პუტინის დახმარების სურვილი, რადგან ესმით, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს ირანული რეჟიმისთვის”, - თქვა იუსოვმა.