2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოვლინდა - Palitra News

2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოვლინდა

2022-12-30 09:11:42+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.