ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ შეცვლილია, მათ არ ეუბნება, რატომ მომივარდითო, პირიქით, ეპატიჟება - ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ შეცვლილია, მათ არ ეუბნება, რატომ მომივარდითო, პირიქით, ეპატიჟება - ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა

2022-12-30 09:10:06+04:00

პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის მიმართ’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა "ნაცმოძრაობის" მიმართ. მისი თქმით, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს.