რატი ბრეგაძე - გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ღირსეულ თანამშრომლებს - Palitra News

რატი ბრეგაძე - გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ღირსეულ თანამშრომლებს

2022-12-29 19:49:57+04:00

იუსტიციის მინისტრის გზავნილი საქართველოს მეოთხე პრეიზდენტს. რატი ბრეგაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს. მისი თქმით, მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ.