მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. მესამე პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მიერ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე დამნაშავედ არის ცნობილი. გარდა ამისა, ის ბრალდებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 10 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მსჯავრდებული სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.