ბათუმში 35 წლამდე ქალი ფანჯრის წმენდის დროს მე-14 სართულიდან გადმოვარდა - Palitra News

ბათუმში 35 წლამდე ქალი ფანჯრის წმენდის დროს მე-14 სართულიდან გადმოვარდა

2022-12-29 14:37:08+04:00

ბათუმში 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.