ვარშავაში გადაწყვიტეს ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარი თქვან - Palitra News

ვარშავაში გადაწყვიტეს ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარი თქვან

2022-12-29 12:42:49+04:00

ვარშავაში გადაწყვიტეს ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარი თქვან. პოლონეთის დედაქალაქში ეს ფინანსური მდგომარეობით და იმით ახსნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი ღონისძიების გამართვა უადგილო იქნებოდა. ვარშავის მერიის პრეს-სპიკერმა ასევე მოსახლეობას მოუწოდა არ გამოიყენონ პიროტექნიკა და ფოიერვერკები, რადგან მისი განმარტებით, ამან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებში, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება ომის ასოციაცია გამოიწვიოს. ცნობისთვის ამჟამად, ვარშავაში დაახლოებით, 100 ათასი უკრაინელი ცხოვრობს.