Balenciaga x Adidas კოლაბორაციული კოლექციის გაყიდვები შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
კოლაბორაციის პრემიერა მაისში,ბალენსიაგას 2023 წლის რესორთ კოლექციის ჩვენებაზე შედგა. შოუს ნიუ-იორკმა უმასპინძლა.
სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბალენსიაგას გახმაურებული სკანდალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადიდასთან ერთად შექმნილი სარეკლამო ფოტო გახდა. კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა კრის მაჯომ Adidas-თან თანამშრომლობით გადაიღო, მხოლოდ ბალენსიაგას ჩანთა არ იმსახურებდა ყურადღებას. კადრში მოხვდა მე-11 გვერდი დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება.