მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით დღეს სასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი უნდა გამოიკითხოს. ადვოკატების პროგნოზით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე სხდომა იქნება საჭირო. ისინი იმედოვნებენ, რომ პროცესები დაჩქარდება. ცნობილია, რომ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არც დისტანციურად დაესწრება.