ხარკოვზე რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმა განხორციელდა - Palitra News

ხარკოვზე რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმა განხორციელდა

2022-12-28 20:09:37+04:00

ხარკოვზე რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო განგაშის ხმა ხარკოვსა და მთელს რეგიონში დილიდან ისმის. მედიის ცნობით, საჰაერო განგაში გააქტუირდა უკრაინის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებშიც.