დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს. როგორც ანგარიშია აღნიშნული, მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 116 720 ჰექტრით გაიზარდა, შეიქმნა 5 ახალი დაცული ტერიტორია, მათ შორის „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“, რომელიც პირველი სახელობითი ტერიტორიაა საქართველოში შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის დანერგვას. სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.