პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება," - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენლების წერილი შვეიცარულ ბანკ კრედიტ სუისთან დაკავშირებულ დავაზე დღეს გავრცელდა. როგორც წერილში ვკითხულობთ ადვოკატებს მიაჩნიათ რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში, პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა. “ ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და საქმეს სასამართლოში უშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით , ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად უსაფუძვლოა მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით განახორციელა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა.- აღნიშნული აავრცელებულ განცხადებაში.