უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლის გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს თბილისის მერმა „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა. მოზარდები ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტსაც დაესწრნენ. უკრაინელი ბავშვები თბილისში „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ.