ლიონელ მესის პოსტმა Instagram-ის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა - Palitra News

ლიონელ მესის პოსტმა Instagram-ის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა

2022-12-28 10:40:51+04:00

არგენტინის კარების კაპიტნის, ლიონელ მესის პოსტმა, რომელმაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გამოაქვეყნა, Instagram-ზე მოწონებების რეკორდი მოხსნა.

პოსტს, რომელიც მესის და მისი თანაგუნდელების მსოფლიო თასთან გადაღებულ ფოტოებს წარმოადგენს, ამ მომენტისთვის 57,8 მილიონი მოწონება აქვს.

აქამდე ყველაზე მეტი მოწონება სოციალურ ქსელში - 56,2 მილიონი - ქათმის კვერცხის ფოტოს ჰქონდა, რომელიც ანგარიშზე world_record_egg 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა