ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ვერ გვექნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუმინულ პორტალ Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მკაფიოდ უნდა გვქონდეს გააზრებული: ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ვერ გვექნება. როგორც ბევრ რუსს, გვსურს დავინახოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არაა საფრთხე თავისი მეზობლებისთვის. მაგრამ მოდით ილუზიები არ გვქონდეს - ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ მიზანი უნდა იყოს მუდმივ საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერება”, - თქვა ბერბოკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გააგრძელებს მანამ, სანამ გრძელდება “უხეში აგრესიული ომი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა”, ვინაიდან “უკრაინა ასევე ევროპის თავისუფლებას იცავს”.
“სწორედ ამიტომ ვიქნებით მის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით”, - თქვა ბერბოკმა.