ენტონი ბლინკენი - ვიქნებით უკრაინასთან იქადე, ვიდრე საჭირო იქნება - Palitra News

ენტონი ბლინკენი - ვიქნებით უკრაინასთან იქადე, ვიდრე საჭირო იქნება

2022-12-27 21:29:17+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

„ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იქადე, ვიდრე საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ „დიდ შვიდეულთან“ და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით" , - აღნიშნა ბლინკენმა.