ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სასანქციო შეზღუდვების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა. როგორც ბორელი აცხადებს, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 5.6 პროცენტით შემცირდება, 1 000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც შეადგენდა რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს და 5 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე.