რუსულმა ძალებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს, -ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ საწარმოს შენობა, არამედ ახლომდებარე ობიექტები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი, საბავშვო ბაღი, ასევე დაინგრა კერძო სახლი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.