ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი - Palitra News

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი

2022-12-27 20:06:07+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ რომ ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია, როგორც ეკონომიკური ზრდის ისე ევრო რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ოპოზიციაში კი პრემიერის მიერ წარდგენილ ანგარიშს აფსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეალურად საქართველოს მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციები არ შეუსრულებია.