პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღბა. ერთ-ერთი მათგანი 12 რეკომენდაციის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. ღარიბაშვილის განცხადებით ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გარდა ამისა, პრემიერმა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე დიდი გამოწვევაა.