რუსულმა ძალებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს

2022-12-27 17:05:14+04:00

რუსულმა ძალებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა არა მხოლოდ საწარმოს შენობა, არამედ ახლომდებარე ობიექტები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი, საბავშვო ბაღი, ასევე დაინგრა კერძო სახლი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.