არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა.