თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. აკადემიური საბჭოს წევრის მიხეილ ბახტაძის თქმით, პროგრამა რომელიც ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას. მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრის თქმით კი თუკი ჯაბა სამუშია მათი მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.