თბილისის სახელწმიფო უნიევრსიტეტში მიმდინარე არჩევნებს, პარტია „ლელო“ ეხმარუება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის პოლიტიკურად განკარგვის საბჭოური ტრადიცია საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც გაგრძელდა. და „საქართველოს არცერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა სწორი პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ ფუნდამენტური რეფორმა გაეტარებინა და უნივერსიტეტი პოლიტიკური გავლენებისგან გაეთავისუფლებინა. ეს სრულ შეუსაბამობაშია თანამედროვე მსოფლიოს ნორმებსა და სტანდარტებთან, თავისუფალი შეჯიბრებითობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებთან.