უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს კომბინირებულად, როგორც ძალით, ასევე დიპლომატიური გზით დაიბრუნებს. მისი თქმით, ყირიმი დასავლეთის ქვეყნებისთვის „წითელი ხაზია“. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესებული იმ ადამიანების აზრების მოსმენით, რომლებიც უკრაინელი ხალხის პოზიციას“ არ ასახავენ.ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს.