უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, არ არსებობს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და არ არსებობს "მიზნები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის". მისი თქმით, არსებობს სრულმასშტაბიანი ომი და ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული -აგრესორი უნდა დამარცხდეს. მისი თქმით სრულმასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციამ უკრაინის სახელმწიფოს დასანგრევად და უკრაინელი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობისთვის მიზანმიმართულად დაიწყო. ,,აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს“, -წერს პოდოლიაკი საკუთარ ტვიტერ გვერდზე.