სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2022-12-26 19:56:23+04:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. განცხადებაში წერია რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებულ პასუხს კი გაასაჯაროებს.