"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი ადვოკატი და დედა მივიდნენ. უფლებადამცველ ილია ლომიას განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ბიოლოგიური ნიმუშების აღების შესაბამისი კომპეტენცია. მისივე თქმით, სწორედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზებზე უარის თქმის საფუძველი. ადვოკატი ფრჩხილის, თმისა და სისხლის ნიმუშის საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვს.
ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს გიული ალასანიაც.