პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა - Palitra News

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა

2022-12-26 12:53:40+04:00

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.