თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის კრიზისში შუამავლის როლის შესრულებას არ შეეცადა.
"სამწუხაროდ, დასავლეთმა მხოლოდ პროვოკაციის ელემენტები გაააქტიურა და არ შეეცადა, შუამავალი ყოფილიყო. ჩვენ ეს როლი 2022 წელს ავიღეთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით", - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ევროპამ მიიღო უკრაინული მარცვლეულის 44%, თურქეთმა - 16% აფრიკის ქვეყნებმა კი - 14 %.