საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე ელჩებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. მან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების წლიური მუშაობა შეაფასა და საკუთარი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო 12 პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ასრულებს.
რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს ევროკომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და იმედოვნებს, რომ ევროინტეგრაციის მცდელობა საქართველოსთვის წარმატებით ჩაივლის.