კრემლმა ენგელსის აეროდრომზე უკრაინული დრონით შეტევა და 3 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა - Palitra News

კრემლმა ენგელსის აეროდრომზე უკრაინული დრონით შეტევა და 3 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა

2022-12-26 11:03:51+04:00

რუსეთმა დაადასტურა ენგელსის აეროდრომზე უკრაინული დრონით შეტევა და 3 სამხედროს დაღუპვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აპარატის ნამსხვრევებით სასიკვდილო ჭრილობები აეროდრომზე მყოფმა სამმა სამხედრომ მიიღო. უწყების ინფორმაციით, საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.