"არ მოკლა პრეზიდენტი" - აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის სახლთან რჩებიან - Palitra News

"არ მოკლა პრეზიდენტი" - აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის სახლთან რჩებიან

2022-12-26 11:03:24+04:00

პრეზიდენტის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ გუშინდელი ღამე ადგილზე გაათენეს. პროტესტის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლესთან იკრიბებიან მოთხოვნით - "არ მოკლა პრეზიდენტი" ისინი სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას თხოვენ