შიმშილობის მე-12 დღე - ექიმების თქმით, ანა წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს - Palitra News

შიმშილობის მე-12 დღე - ექიმების თქმით, ანა წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს

2022-12-26 11:03:16+04:00

პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ექიმების თქმით, დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. სამედიცინო პერსონალის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ანა წითლიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას არ ცვლის.