დმიტრო კულება - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნის საკითხს დავაყენებთ - Palitra News

დმიტრო კულება - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნის საკითხს დავაყენებთ

2022-12-26 09:10:59+04:00

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მომავალი ყოფნის საკითხის დაყენებას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ამ ორგანიზაციაში ყოფნის უფლება არ აქვს.

„ხვალ ჩვენ ოფიციალურად გამოვალთ ამ პოზიციით. ჩვენი შეკითხვა ძალიან მარტივია: აქვს თუ არა რუსეთს უფლება დარჩეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და იყოს ზოგადად გაერო-ში? ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი - არა, არა აქვს“ – აღნიშნა კულებამ.